დღეს, სამტრედიის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, დავით ბახტაძე, , ე.წ მესხების დასახლებას ეწვია და მაცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით ბახტაძემ, განაცხადა:
ამჯერად, ე.წ მესხების დასახლებას ვეწვიეთ. შევხვდით აქაურ მცხოვრებლებს და მათ მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა კოხრეიძესთან ერთად არსებულ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ.
ეს არის მოსახლეობა დიდი წარსულით და მდიდარი ტრადიციებით. მათი წინადადებები ჩვენთვის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია.
ამ დასახლებაში მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და ჯერი მიდგა სხვა დანარჩენი პრობლემის მოგვარებაზე.
თითოეული აქ მცხოვრების კეთილდღეობისთვის, მაქსიმალურად დავიხარჯები. ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის თვითმიზანი.

კომენტარები