სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ს იდენტიფიცირებული ყავს დამნაშავეები, ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაც შემთავაზეს.
რაც უარი განვაცხადე ფულის აღებით გაჩუმებაზე (ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ, ცხადია) და მოვითხოვე, მცნონ დაზარალებულად, (რაც საქმის მასალაზე წვდომას მაძლევს) რომ დამნაშავის ვინაობა და მოტივი შევიტყო, პოლიცია გამებუტა და აღარ მელაპარაკება. არ სურთ საქმის გახსნა და გასაჯაროება.
ამას ვწერ პრევენციულად, თითქმის ყოველ ღამე ორკები მხვდებიან სახლთან და რამე თუ შემემთხვა, პოლიციის ხელის დაფარებით სტიმულირებული დანაშაული იქნება…
…
რაც ალტ-ინფომ რამდენიმე ისტერიული გადაცემა მიუძღვნა შსს-ს როგორ “ლიბერასტების დაძახილზე ცეკვავს” და მათ შეღებილ ოფისზე არ რეაგირებს, ბიძინას ოცნების ხელისბიჭმა პოლიციამ დაიკიდა “ლიბერასტის ჩივილიც” და მაიგნორებს.
ორკები კი მდარაჯობენ, მათ ფარისევლურ ჯვარს რამე თუ მივასხი, მორიგეობენ ჩემს სახლთან.“
კომენტარები