დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
თითქმის ცარიელ სამების საპატრიარქო ტაძარში წირავს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მისი კამარილია. ამას ვინ იფიქრებდა წინა წლებში?! გახსოვთ გადაჭედილი სამება და სხვა ტაძრები 10 წლის წინ და იმის იქით?! 2012-2013 წლებიდან (ოცნების ავანტურაში სამღვდელოების მონაწილეობა და სისხლიანი 17 მაისის აქციის შემდეგ) დაიწყო მრევლის გადინება ეკლესიებიდან და ბოლო წლებში გაძლიერდა არნახულად! ძალიან კარგია ეს, რადგან არ შეიძლება კაგებეს მიერ დადგენილ ცრუ პატრიარქის და მისი ცრუ მოძღვრების მრევლად და მონად ყოფნა… ამათი ბოროტი ძალა მასებზე ვატონობაშია, ამიტომ პატიოსანმა ერმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს ცრუ კაგებეშნიკურ-კრემლისტური შხამიანი “ეკლესია”, ღმერთი ყველგანაა, ის ქვის ტაძრებს არ საჭიროებს. ქვის ტაძრები კარგია და სასარგებლოა, თუ იქ სიმართლე და სიწმინდე სუფევს.
ფოტო: 27 სექტემბერი, 2022, ჯვართამაღლების საუფლო დიდი დღესასწაულის საპატრიარქო წირვა სამებაში.

კომენტარები