პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა:
„მინდა ვთხოვო ყველას, რომ სოციალური თემა პოლიტიკური ვაჭრობისათვის არ გამოიყენონ და მით უმეტეს, როდესაც ეს ბავშვებს ეხება.
რაც შეეხება ბოლოდროინდელ მონაცემებს, რომ თითქოს დღესდღეობით 77 ათასი ბავშვი შიმშილობს და 300 ბავშვი ამის გამო ყოველდღიურად იღუპება, ეს არ არის სწორი და არ შეესაბამება რეალობას. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშთა სიღარიბე ჯერ ისევ პრობლემად რჩება.
სოციალურად დაუცველთა ბავშვიანი ოჯახებისათვის გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეულ წევრზე მათ შორის ბავშვზე, ბავშვებს დამატებით 50 ლარის ოდენობის დახმარება ეძლევათ. ეს ეხება დაახლოებით 134 ათას ოჯახს. ასევე კრიზისულ რეგიონებში ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა მოქმედებს – ბარში ბავშვი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის დახმარებას ღებულობს, მთის სტატუს მქონე დასახლებებში 200 ლარის ოდენობით, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება. ამას ემატება მთის შესახებ კანონი, სადაც ამ ბენეფიტებს პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარება ემატება.
მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემოვიღეთ კანონი, რომელიც უკვე მოქმედებს და ყოველი 4 და შემდგომი ბავშვზე არსებობს ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა. ასევე მოქმედებს კრიზისული ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა და დღეს ფაქტობრივად ყველასთვის ხელმისაწვდომია საბავშვო ბაღები“
კომენტარები