აზოვის ბატალიონმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის, ინფორმაცია, თითქოს მარიუპოლის დამცველებმა რუსი ოკუპანტები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან განდევნეს.
რუსი ოკუპანტები უკვე მესამე დღეა, რაც აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან შემოჭრილი. ისინი არ განუდევნიათ, ოკუპანტები ისევ აქ არიან, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს – განაცხადა ,,აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, დღეს განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ტეროტორიაზე 4 მაისს შეიჭრნენ, მარიუპოლის დამცველებმა განდევნეს. თუმცა, არესტოვიჩმა იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს.
კომენტარები