დაპატიმრებულმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრეს “აბსურდული საქმე ტერორიზმის მუხლით”, რომლის მიხედვითაც მას დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება.
“მათ დააყენეს აბსურდული ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება, თითქმოს მე ციხეში ყოფნისას ჩავიდინე ტერორისტული აქტები
დაჟინებით ვამტკიცებ, რომ პროცესის დახურვის მცდელობა არის არა მხოლოდ საქმის გაცნობაში ხელის შეშლის მცდელობა, არამედ იმის მცდელობაც, რომ არავინ გაიგოს ამის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები