სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
როგორც STV.GE იუწყება, დღეს ზუგდიდში გაიმართა ფესტივალი ,,თხილობა 2020,” რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. თქვენ კადრში ხედავთ პრემიერის უკან, თითქმის ცალ ფეხზე მდგარ ზუგდიდის მაჟორიტარ, ინგირელ სენატორ ედიშერ თოლორაიას, რომელმაც პრემიერს რამდენიმე ინიციატივა შესთავაზა!
კერძოდ, ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ფესტივალ ,,თხილობის” პარალელურად, ზუგდიდში გაიმართოს ფესტივალი ,,სიმინდობა 2020,” ფესტივალი ,,კივობა 2020,” ფესტივალი ,,ლობიოობა 2020″ და ა.შ.
ასევე, ზუგდიდელი ე.წ. კოლორიტების თხოვნის საფუძველზე, ედიშერ თოლორაიამ პრემიერს შესთავაზა მომავალ წელს ზუგდიდში გაიმართოს ფესტივალი ,,ზუგდიდლობა 2021″ (მეგრულად – ,,ზუგიდარობა”), დიახ, დიახ, ,,ზუგდიდლობა” და არა ,,ზუგდიდობა,” რადგან ძალიან დიდი თვისობრივი განსხვავებაა ამ ორ ,,მცნებას” შორის!!!
ჯერჯერობით უცნობია თუ რა უპასუხა ინგირელ სენატორს პრემიერმა! ჩემი მხრივ, მინდა დავამატო და მეც შემოვიდე ინიციატივით!
ძვირფასო მეგობრებო, ვფიქრობ, ფესტივალ ,,თხილობა 2020″ – ის დასრულების შემდეგ, არ იქნება ურიგო, ზუგდიდში ჩატარდეს ფესტივალი ,,სეკატორობა 2020,” რომელიც ამ ყველაფერს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს!!!
ისა და, ბიჭებო, თუ მაინც და მაინც, ფესტივალი ,,თხილობა,” თხილის ფესტივალით რომ შევცვალოთ და ეს ყველაფერი ,,რაღაცაობაში” არ გადაგივიდეთ, ვინმეს ეწყინება თუ?!…”
კომენტარები