აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და “ტვიტერზე” წერს, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, კვლავ უარს ამბობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე:
“დღეს თხუთმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რუსეთი კვლავ უარს ამბობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.” წერს ბლინკენი
კომენტარები