კორონავირუსისგან გამოწვეული მოვლენების ფონზე, ჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებსაც როგორც შეუძლიათ ისე გამოხატავენ მოქალაქეების მიმართ დახმარებას.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მოხდა კახეთშიც. თონეში ადგილობრივმა 200 ლარი დატოვა, რათა აქ მისულ მოქალაქეებს პური უფასოდ გადასცენ.
ქველმოქმედი ბიჭის შესახებ ინფორმაციას facebook-ზე ისლამ გორგიშვილი ავრცელებს.
„დიდი მადლობა ამ ადამიანს. დღეს, საკობიანოში “რამინას ფურნე” მაღაზიაში მივედი პურის საყიდლად და 5 ლარი მივაწოდე გამყიდველს. 5 პური მომცა და თან ჩემი 5 ლარიანიც დამიბრუნა.
ვკითხე, რა ხდება მეთქი და დღეს ერთი ქისტი ბიჭი მოვიდა და ფული დატოვა, ვინც მოვა პურზე, ფული არ გამოართვათო. ვინ იყო მეთქი ის ქისტი ბიჭი და არ ვიცითო, უთქვამს ჩემი ვინაობა არ თქვათო.
იმ პურის მცხობელმა მითხრა ეს თქვენებურად სააყა არისო.
გარეთ ერთი ფშაველი კაციც იდგა და მან მითხრა, იმ ქისტმა ბიჭმა რამინას 200 ლარი მისცა, რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდესო”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისლამ გორგიშვილი.
კომენტარები