“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის დანიშვნას ეხმაურება.
მისი განმარტებით, უღირსი ადამიანების ჩართულობა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაუშვებელია. ართქმელაძე მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად შექმნეს ეს მანკიერი სასამართლო სისტემა.
“მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი, ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის კრახი. ადამიანი, რომლის პირადი დამსახურებით საკონსტიტუციო სასამართლოში, 10 წლის ვადით იქნენ განწესებული ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი არის გიორგი მიქაუტაძის საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეში გიორგი მიქაუტაძის ბრალეულობა არ გამოკვეთილიყო. რაც შეეხება ვასილ როინიშვილს, იგი იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე 2009 წელს, რა დროსაც ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაში იყო ადამიანის უფლებები, სასამართლოში ხდებოდა პროკურატურის ინტერესების პირდაპირი გატარება,” – განაცხადა ართქმელაძემ.
მისივე განმარტებით, “ლელო” დიდი ხანია აპროტესტებს ასეთი უღირსი ადამიანების ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად შექმნეს ეს მანკიერი სასამართლო სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს და ამას შეცვლის “ლელო”.
კომენტარები