„ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურებში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები და ყველა საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით“- ამის შესახებ დღეს ბრიფინზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა „ქართული ოცნების“ მორიგი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
“დღეს გახდა საჯარო ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარეული კვლევის შედეგები და ამ კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ, როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი, ასევე, ამ შედეგებით საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი ძალიან მყარი უმრავლესობით. ეს კვლევები ჩატარდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომელიც ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა.
კომენტარები