საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვა 10 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. ამინდის გაუარესებას სინოპტიკოსები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ვარაუდობენ, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში კი ქარსა და წვიმას ელოდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, რაც საგზაო მოძრაობას შეაფერხებს. მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 0 გრადუსს ქვევით დაფიქსირდება.
კომენტარები