27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
კომენტარები