გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკის პარკის ტრაგედიისას გადარჩენილი მოზარდის, ლაზარე ლობჟანიძის ოჯახის მეგობარია, წერს:
“ყველანი ვცდილობთ ძვლივს გადარჩენილი ბავშვის გარშემო პოზიტიური გარემო შევქმნათ და თქვე უსისხლოებო რეებს აკეთებთ?! რა პიარი და ანტი-პიარი, რა ვინმეს დადანაშაულება, კარი რატომ გაუღეს და რატომ შეუშვეს სახლში, სულ გაგიჟდით ხალხო ?? სულ გასულელდით და გადახვედით ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს ?! რამ გაგიყინათ სისხლი და გაგხადათ პოლიტიკური სვავები ??? რაამ ??? რა სურვილი გაქვთ ესეთი ყველაფერი კორტნოთ და ჯიჯგნოთ ?!! იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს თქვე ავადმყოფებო!”
კომენტარები