გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
ეს ფინანსური სანქციები, ფინანსური თვალსაზრისით, უმნიშვნელო პრობლემაა, რადგან 20 წელზე მეტია 50 მილიარდზე მეტი შეჭამეს: ღორმა და დებილმა პოლიტიკოსებმა; არასამთავრობოებმა, რომლებიც ხალხს ბნელებად და ინტელექტუალებად ყოფენ და მუდმივად ავიწყდებათ, რომ ფულს სიბნელის გასაფანტად იღებენ და თუ ბნელა მათი ბრალია და არა თავად ბნელების; ტელევიზიებმა, რომლებიც მუდმივად მხარეა, ზოგჯერ ეს სასიკეთოდ მუშაობს, მაგრამ მთავარი პრინციპი – ობიექტურობა, მთლად მოშლილია და მუდმივად პოლიტიკურ კასტას აქვს ოკუპირებული სტუდიები, სადაც ხალხის ხმა არ ისმის (იშვიათი გამონაკლუსების გარდა)
მოკლედ, როგორც იმ ორმიცდარაღაც მილიარდიდან, მოსახლეობას არ მიუღია სარგებელი, ამ მხრივ, არაფერი ხეირი არ იქნებოდა, რიგითი მოქალაქისთვის ეს მილიონები…
სამწუხაროდ, აქ ფინანსურზე ბევრად დიდი პრობლემა გამოიკვეთა – ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ეუბნება, რომ ის არის არასანდო და მასთან ურთიერთობა ესირცხვილება, აღარ უნდა… ჩვენთვის, 90-ან გამოვლილებისთვის, ეს დიდი ტრაგედია არ არის, იმუნიტეტი გვაქვს – ჩაკეტილობაზე, უპერსპექტივობაზე, შიმშილზე, ოფშიაკზე ხომ ვერ დაგვეხმარები ხალხზე და საერთოდ ყველაფერზე, რისი მოსმენაც კი ცუდად გახდის საშუალო სტატისტიკის ევროპელს…
ვინც ამ ამბავს ზერელედ უყურებთ, არ გადარდებთ, აპირებთ ეს(ეც) გაუტაროთ ხელისუფლებას – თქვენს შვილებს აბრუნებთ 90-იან წლებში, ანულირებული პერსპექტივით, კრიმინალური გარემოს დომინაციაში, ჯუნგლური თვისებების და უნარების ნულოვანი გამოცდილებით, სადაც ყველა ნორმალური ახალგაზრდა, ან სოციალური გვამი ხდება, ან ჩაკეტილი, დანერვოზებული ლუზერი…
ხელისუფლებამ მთელ მომავალ თაობას, უბიძგა გადავარდეს 90-იანების საშიშ ჭაობში, აბა თქვენ იცით მშობლებო, მიაწექით შვილებს, არ მოგერიდით მიაწექით, თქვე ბოროტო ღორებო, თქვენ თუ იტანჯეთ ეგენიც ხომ უნდა დაიტანჯნენ… 20-ივნისის მერე, ხომ უქომაგეთ თვალებისმთხრელებს?! იმ რუსეთიდან ჩამოთრეულ @ირს ხომ უსხამთ ახალ სისხლს, თვალების თხრის ახალი ლეგიტიმაცია რომ ჰქონდეს?!
არ გაჩერდეთ, მიაყოლეთ წიხლი, შვილებს, ეგენიც ხომ უნდა ეწამონ…
კომენტარები