მწერალი და პუბლიცისტი მერაბ შათირიშვილი წერს:
“არასოდეს ამიმაღლებია ხმა საკუთარი თავისა და ნაღვაწის შეფასებისთვის, ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცი ვარ, თუმცა, ვიღაცეებს რაღაც რომ ეშლებათ, უნდა იცოდნენ და კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მახსენებენ, რომ მე მათ თავს არ გავუყადრებ და არც ჩემს ღირსებას ვაკადრებ, ასეთებთან პოლემიკაში შევიდე, იმ პერსონებთან, რომლებმაც ყველა პოლიტიკური მოედანი მოირბინეს და დღესაც დაჯლიჯინობენ: – ზვიადის დროს – ზვიადს დასდევდნენ, შევარდნაძის ხანაში – ედიკისტობდნენ, მიშა მოვიდა და კუდს უქიცინებდნენ, ახლა ბიძინას ნაღვაწ ხელისუფლებასთან კეკლუცობენ და ტელე თუ რადიო ეთერებში ყელყელაობენ… მე, თქვე, ქამელეონებო, ერთხელ შევედი პოლიტიკურ “თამაშში” – 2012 წელს (ისე მუდმივად, 90-იანი წლებიდან ჩემი ხალხის გვერდით ვდგავარ), და მცირედი წვლილი შევიტანე არსებული ხელისუფლების დამკვიდრებაში, ვერავინ იტყვის, ამ წვლილისთვის სახელისუფლებო “სიკეთეებით” ვისარგებლე, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკასა და პირში მზრახველობას არ ვაკლებ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლის პოლიტიკურ ჰეგემონობაში “მცირედი” წვლილი მაქვს, ჰოდა, თქვე მედროვეებო, თქვენგან განსხვავებით, მმართველობის სადავეები რომც დაკარგოს “ქართულმა ოცნებამ” და, ხელისუფლების გარეშე აღმოჩნდეს, მაინც მის გვერდით დავდგები, “უკეთესს” არ მოვძებნი, ჩემს პასუხისმგებლობას არასოდეს გავექცევი… ახლა მიხვდით, რა განსხვავებაა თქვენს, უკანალის მოთამაშეებსა და, ჩემს – “გულუბრყვილო”, პრინციპების მატარებელ, ერთგულ კაცს შორის?.. ასე რომ, გაფრთხილდით და, თქვენი ადგილი იცოდეთ!..”
კომენტარები