თეოლოგი ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გარეჯზე და ზოგადად აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე ახლა საუბარი მტრობააო გვამცნო მავანმა…
რატომ გააქტიურდნენ ასე თავგამოდებით ამ თემაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები?
რა აშინებთ მათ?
რა (ან ვინ) შეიძლება გამოკვეთოს გამოძიებამ კიდევ, ვიდრე ამ ეტაპზე გახდა ცნობილი?
ქვეყნის ღალატი და მტრობა, რომ სახეზეა ამას რას ვუზამთ. სხვა რა დავარქვათ იმ ფაქტს, რაც 2006-2007 წლებში მოხდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებით. ის, რომ აზერბაიჯანის მხარემ გადმოიწია ჩვენს საზღვარში და ჩააყენა თავის საზღვრის დაცვის დანაყოფის წარმომადგენლები…
რა დავარქვათ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იმ რუკების დადებას, რომელთა გამოყენებაც არა შეცდომით, არამედ შეგნებულად მოხდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ…
რატომ არ მოხდა რეალური რუკების გამოყენება?
მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ან ახლანდელი დაკავებულები (ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა) იტყვიან, რომ არ ჰქონდათ რეალურ რუკების შესახებ ინფორმაცია?
არათუ ინფორმაცია ჰქონდათ, არამედ უფრო მეტიც საგულდაგულოდ მალავდნენ ამ რუკებს (რაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა)…
განა საქართველოს საპატრიარქომ არაერთგზის არ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 1938 წლის რუკაა სწორედ ის ძირითადი დოკუმენტი, რითიც უნდა ეხელმძღვანელა კომისიას ვიდრე ორი სახელმწიფო საზღვართან მიმართებით რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდა…
ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და ამიტომაც ვისაც ამ საქმის არასწორ წარმართვაში შემხებლობა აქვს, პასუხიც უნდა აგოს…
რაც შეეხება იმ აზრს, რომ ეხლა როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებებია არ შეძლებოდა ჩვენის მხრიდან ამ საკითხის წამოწევაო, სწორედ, რომ დამნაშავეთა გამოვლენის ხელის შეშლას ემსახურება…
სომხეთსა აზერბაიჯანს შორის ყარაბახის საკითხი არ ახალია და ამ პრობლემას დასასრული არ უჩანს და რა გამოდის არ დავძრათ არასოდეს ეს საკითხი? კიდევ რამდენი წელი გადავდოთ შიდა მტრების ხელის დაფარება, ან ყარაბახის საკითხი რა შუაშია ჩვენს საზღვართან…
ვერც იმათი გამიგია და საღ აზრთან ახლოს არ არის, ვინც იძახის განცხადებების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს გავუფრთხილდეთო. ეგ “სტრატეგიული პარტნიორი” მოქმედებებზეა გადასული, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და ჩვენ განცხადებებიც არ გავაკეთოთ?
ვინც უცნაურ ლოგიკას გვტენით, შეგვეშვით თქვენ ქვეყნის გამყიდველებო…”
კომენტარები