ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“❗️?? მელიას დღევანდელი კომედიური პოლიტიკის ჟანრიდან ამონარიდები
ტელეკომპანია “მთავარის” დღევანდელ ეთერში, ნიკა მელიას საუბრიდან ჩანს ერთი რამ – ეს კაცი, ან რეალობას მოწყვეტილია, ან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე უკიდურესად დაბალი წარმოდგენისაა! დღევანდელი ხმაურიანი ფრაზები მისი მხრიდან უბრალოდ დიდი შეურაცხყოფაა, როგორც ოპოზიციონერებისთვის, ისე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისთვის!
‼️”სამაჯურს რომ ვიხსნიდი, საქმის კურსი იყვნენ (ხაბეიშვილი, მუმლაძე, მამულაშვილი და მათი მხარდამჭერები)?! არის შემთხვევები, როცა ლიდერს რაღაცების საკუთარ თავზე აღება გიწევს!”- ამბობს ნიკანორი. კი, ნიკანორ! ხელმძღვანელობა ამას ნიშნავს ნამდვილად, უნდა იღებდეთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ყველაფერი რაც ვისმინეთ ყველას ბრალია, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გარდა! ყველა ბრუნვაში ვისმინეთ მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ცისკარიშვილი 🙂 ამ სამიდან მხოლოდ თქვენ ხართ ჯერ კიდევ თავმჯდომარე ანუ ხელმძღვანელი ანუ პარტიის მთავარი ლიდერი და აგეღოთ ბატონო პასუხისმგებლობა, რომ არ აიღეთ ამაზე გედავებათ კოლეგებიც და ოპოზიციის მხარდამჭერებიც!
❗️?”მათ მოინდომეს, ჩემი ძლიერი მხარე რაცაა – ქუჩის აქციები და არაორდინალური ქცევა, აქ დაერტყათ!” – დაგარტეს იმიტომ, რომ ქუჩის აქციებზე თქვენს ძლიერ მხარედ მხოლოდ მრავალათასიანი აქციების დაშლა აჩვენეთ საზოგადოებას, დავის მეორე მთავარი არგუმენტი ესაა…
‼️??”სოლო მოქმედებებით ბიძინა ივანიშვილისთვის კრიზისი შემიქმნია, მაგრამ საბოლოო გამარჯვების აკორდი ვერ ავიღე, რადგან რუსული ავტოკრატიული რეჟიმია და ეს წინასწარმეტყეველების სფერო არ არის.” – აღნიშნა მელიამ… აქამდე თუ ვერ გაიგეთ, რომ ლელა კაკულიობას თქვენგან არავინ მოითხოვდა, მხოლოდ რეგიონალური პოლიტიკის ცოდნა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები საყოველთაოდ ცნობილი (უკრაინის, მოლდავეთის და ა.შ. მაგალითები), პარტიის თავმჯდომარეობაზე ამბიცია კიდევ უფრო წარმოუდგენელია თქვენგან – უბნის პატარა ბარის მენეჯერობა კი ბატონო, შეიძლება გამოგივიდეთ, თანაც face control თქვენი ძლიერი მხარეა 🙂
⁉️?”ბრალდებაა, რეგიონალური ოფისები რომ დაიხურა, გენმდივანი რას აკეთებდა?!” – ბრალდება არ არის, დადასტურებული ფაქტია, რომ 50 ოფისი დახურული გაქვთ. ისე ეგ წინა სერიაში უკვე იყო, “მონტაჟის” ბრალია – თქვენმა მხარდამჭერმა, ეკა ხერხეულიძემ უკვე თქვა: “ჩვენი პარტია აფინანსებს იმ პარტიებს, რომლებიც წარმოადგენდნენ არჩევნების წინ კოალიციას ნაც მო-სთან. როდესაც ლევანი (ხაბეიშვილი) ლაპარაკობს, რომ დახურულია, თურმე, ოფისები, ამის ბრალია!”-თქვა ხერხეულიძემ. ე.წ. კლანში მაინც ჩამოყალიბდით ერთ პოზიციაზე, დასაცინ მდგომარეობაში რომ იყოთ!
❗️”თუ ვადანაშუალებთ ერთმანეთს, რომ სააკაშვილი და გვარამია დღემდე ტყვეობაში არიან, ვიდაოთ. არ აკონკრეტებენ ოპონენტები, რას გააკეთებდნენ ჩემს ნაცვლად 14 ოქტომბერს, არავის უთქვამს…” – თქვეს, ყველამ ერთად თქვა, 14 ოქტომბერს დაშლილი აქციის საღამოსვე, რომ არ დაშლიდნენ და აქციები მიზნის მიღწევამდე უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდებოდა 😉
‼️”მათ ბრძოლა არ აინტერესებთ, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილთან ხსნა მოიპოვეს.” – ამბობს მელია. ბრძოლისკენ რომ მოგიწოდებდნენ და თქვენ პსუხობდით, რომ გეგმა გქონდათ, რომლითაც “პრეზიდენტი რამდენიმე კვირაში ან თვეში გათავისუფლდებოდა” და ამასობაში 1 წელი და 3 თვეა პატიმრობაშია, არც გეგმაა და არც ბრძოლა თქვენი მხრიდან 🙁
‼️”როცა ვადამდელი არჩევნები დავგეგმე, ესენი თურმა ჩემს დასაკლავ ჩანგლებს ლესავდნენ.” – ესეც სერიოზულად თქვა მელიამ. ხოდა, თქვენ ახლა დაკლული ხართ “ბაბუ?!” ვადამდელ არჩევნებზე რატომ საუბრობდით, როცა მოგებული არჩევნები ფაქტობრივად ოლიგარქს ლანგრით მიართვით. დიახ, მოგებული არჩევნების (ხელით გადაწერილი ოქმებით!!!) უბრძოლველად დათმეთ! ესეც საკვანძო სადავო საკითხია თქვენს მიმართ, რომელზეც აქტიურად გაგკრიტიკებდნენ, უბრალოდ თქვენ განსხვავებული აზრის მქონეებს ან აგდებდით, ან fb-ზე ბლოკავდით!”
კომენტარები