სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს შაქარაშვილის საქმეზე მისი ნათქვამის დამახინჯებაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ტელევიზია მის ბულინგს ეწევა და მის დანაშაულის წახალისებაში დადანაშაულებას ცდილობენ.
“მე მინდა გითხრათ ერთი რამე, რომ დავიღალე თქვენი, უფრო სწორედ რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემს მიმართ, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა, თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ მე გამასაღოთ როგორც პრომოძალადე არის ძალიან სასაცილო”
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შაქარაშვილის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ვაჟკაცობა მისთვის ერთი-ერთზე ჩხუბია და არა ჯგუფის მიერ ერთ ადამიანზე ძალადობა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი “ოცნების” წევრებმაც ძალადობის წახალისებად აღიქვეს და გაემიჯნენ, გარდა ვოლსკისა.
შესაბამისად, როგორც ჩანს, “ოცნების” წევრების უმრავლესობასაც არ ესმის პრეზიდენტის ქართული.
კომენტარები