საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბიჯოოო, ჩემი დამოკიდებულება იცით ამ მთავრობასთან და ამათი დაცვა კი არა და სხვები რო გაყურსულები არიან ხოლმე მე ვყვირი და ვჯიჯღინებ მარააა..
ახლა მამხედეთ აქეთ რას გეყვით, ამ პატრულის ფოტოს რო დააპროწიალებთ, ზევით ქვევით “რადარპისტოლეტებით” რომ ამოწმებენ სიჩქარეს და ღნავიხართ, არიქა კომუნისტების პერიოდი დაბრუნდაო…
რაის კომუნისტების პერიოდი ხო არ უბერავთ, თქვენ საფრანგეთში და ბელგიაში გინახავთ როგორ ხდება?
ეს პატრული გზაზე მაინც დგას და ფრანგი და ბელჯიკა დედააფეთქებული პოლიცია ბუჩქებშია დამალული, ბუჩქებში და “პავაროტებში” და ისე გიღებს…
ოოო თქვენ ბელგიელი პატრულის ხელში არ მოხვედრილხართ ფრანგულნომრებიანი მანქანით თორე, ეგრე არ იკვნესებდით…
დედაძაღლმა ადგილზე გადამახდევინა 90 ევრო სიჩქარის გადაჭარბებაზე და ბანკომატამდე ფეხით ვიარე 3 კილომეტრი, ფულის მოსახსნელად…
კომუნისტური წყობა და ГАИ არა კვახი კიდე რააა.
დიხრიჭალას არ გაცილებიან და იმას ჰვირიან ევროპაში ასე არ ხდებაო… ვააა”
კომენტარები