სამოქალაქო მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.აქცის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს და შენობაში მათთან ერთად შესვლას ცდილობდნენ, სადაც უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიის წევრის არჩევაზე უნდა იმსჯელონ.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გამოჩნდა. დაცვის პოლიციამ მისი შენობაში შეყვანა სცადა, რასაც აქციის მონაწილეებთან სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
“თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი? თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი. რატომ უარყოფთ, რომ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენთ? სირცხვილია „ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირება?” – მიმართა მოძრაობა “ალტერნატივას” ლიდერს, ხათუნა ბერიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.
გაბაიძის შეფასებას ბერიძის გაღიზიანება მოჰყვა. “თქვენ ხართ მოღალატეები, გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ…თქვენ მე ბრალს მდებთ, რომ პარტიული ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ეცდებით ჩვენს პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. მე ვიქნები „ნაციონალიც“, „დემოკრატიც“, ყველა, ვინც იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თქვენი ზონდერები გამოვიდნენ აქედან და გამოიწვიეს ის, რაც აქ მოხდა”, – უპასუხა “ალტერნატივას ლიდერმა” დავით გაბაიძეს.
კომენტარები