ბევრი შეხვედრა მქონდა ორი თვის განმავლობაში, არ მჭირდება კვლევები, ვგრძნობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი, ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რასთან შეგუებაც სამწუხაროდ, მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველოდება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად, რაც მთავარია, სამართლიანობისა და ღირსების უმაღლესი სტანდარტით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც პასუხობს და სოსო ჯაჭვლიანსაც ახსენებ:
„როდესაც მოსახლეობაში პანიკას ვთესავთ, ხვალ, არჩევნები რომ დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იმავე პოლიციამ უნდა დაიცვას და დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იქნებით პირველები, როგორც ჯაჭვლიანის შემთხვევაში მოხდა, რომლებიც დასვამენ შეკითხვას ამ „დისკრედიტებული პოლიციის“ უმოქმედობის გამო. ამ ღონისძიების მეორე ეტაპი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება“
შეგახსენებთ, გუშინ სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ ტოვებს ქართულ ოცნებას, ისაუბრა სპორტის ფედერაციებში მაფიაზე და თქვა, რომ მის თანამშრომელს ღამის 2 საათზე დაადგნენ სახლში, აკაჩავეს და პოლიციამ კი რეაგირება არ მოახდინა.
კომენტარები