ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონი, მთავარ არხთან საუბრისას, ამბობს:
“ახლა ვხედავ, რომ მათ რაღაც განსხვავებები აქვთ საქართველოს პრეზიდენტთან. მე დეტალები დიდად არ მაინტერესებს. მე მინდა დავინახო, რომ მამაცი ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით დღეს. მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, როდესაც 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ჩვენ მაშინ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, ისევე როგორც დღეს ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენ ახლა ველით, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელმაც მაშინ ჩვენგან ყველანაირი სახის დახმარება მიიღო და ჩვენი ლიდერებიც კი ჩავიდნენ თბილისში, უბრალოდ მხარდაჭერას კი არა, მთელი გულით მხარდაჭერას გამოიჩენს, 200-300 პროცენტიან მხარდაჭერას. დღეს კი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ვუსმენ, ალბათ მხოლოდ 50-პროცენტიანია ეს მხარდაჭერა. თქვენ გგონიათ, რომ ასეთ ვითარებაში ევროკავშირში შესვლა შეგიძლიათ?
როდესაც ერთი კანდიდატი ქვეყანა ვერ ბედავს სოლიდარობის გამოხატვას მეორე კანდიდატი ქვეყნისთვის, როგორც ამას დღეს საქართველო აკეთებს უცნაური მიზეზების გამო, მაშინ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება, რადგან ევროკავშირი პირველ რიგში სოლიდარობის კლუბია. ამიტომ, თუ არ შეგიძლიათ ეს სოლიდარობა, გამოდის, რომ კიდევ ერთი უნგრეთი იქნებით და ეს არავის სჭირდება.
ეს არის პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყურადღებით დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, რათა დავინახოთ, რომელ მხარეს დგანან ისინი. არიან ისინი უკრაინის მხარეს, რომლებიც ყველას, მათ შორის ლიეტუვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, თუ ცდილობენ, რომ ეკონომიკური სარგებელი მიიღონ ამ ომისგან, რაც, ჩემი აზრით, აღმაშფოთებელია.
კომენტარები