„ქართული ოცნების“, წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციას მიმართა და განაცხადა:
„როგორც ჩანს, ვიღაცებმა ჩემგან ხელმარცხნივ [ოპოზიციის ფლანგი სხდომათა დარბაზში], ამ პოლიტიკურმა ტურებმა, აქამდე რომ პოლიტიკურ სვავებს ვხედავდით, ეს ადამიანები რომ დაინახეს და რაღაც რევოლუციური ერთგვარი სუნი იგრძნეს, აჟიტირებულები დარბიან, ეს პოლიტიკურ მართლაც ტურები! რამე ხომ არ გეშლებათ ერთი თქვენ შემთხვევით? კარგად დაფიქრდით, სანამ ეს სიტყვები გაგექცევათ!
თქვენ პარტიულ სხვადასხვა ტელევიზიებში რომ დადიხართ და იქ, რაღაცებს კნავით კარგად დაფიქრდით და უფრო მეტად დაფიქრდით, ვიდრე ოდესმე დაფიქრებულხართ. რევოლუციები და რაღაცები რომ გესიზმრებათ, ვის რას უხდით მადლობას თქვით ერთი და გაემიჯნეთ, აბა! კლასტერი გააკეთეთ. უმეტესი ნაწილი, თქვენ ხართ ბოროტები.”
კომენტარები