„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მამუკა მდინარაძის შალვა რამიშვილის შესახებ განცხადებას ეხმაურება:
„მამუკა მდინარაძეს მინდა გამოვეხმაურო, თქვენი განცხადება, რომელიც მიემართება სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს და ბრალს დებთ იმაში, რომ აქამდე სად იყავით და ხმას რატომ არ იღებდითო, ასეთი პოლიტიკური განცხადებები და ხელის დაფარება მოძალადეებზე, რომლებიც სხვათაშორის სასამართლოს მიერ არიან მხილებული შევიწროვებაში, მათთან ეთერში ჯდომა, ამ ადამიანების მთავარ პროპაგანდისტებად გამოყვანა და მათი იდეოლოგიით ცხოვრება, აი ამ ძალიან დიდ და სწორ შრომას, რომელშიც სხვათაშორის ამ პარლამენტში ბევრმა ადამიანმა ბევრი გათენებული ღამე და შრომა ჩადო, წყალში ყრის. ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა. თქვენ ხართ ძალადობაში ბრალდებული ადამიანის თანამოაზრე და მასთან თანამშრომლობთ და ის არის თქვენი პარტიის პროპაგანდისტული სახე დღეს”
კომენტარები