სააკაშვილის ხელისფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დიმიტრი შაშკინი:
,,არც ერთი თანამდებობის და არც ერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა!
აიღეს ქოცების ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და ფეისბუქზე ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში.
თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს ! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?
გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს !
ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და მიხეილ სააკაშვილთან!”
კომენტარები