ბლოგერი, დომენიკ მანგო, ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც ამბობს:
მთელი ქვეყანა მიმაჩნია ჩემ საკუთარ ოჯახად. სადღაც გზა რომ ამოტყდება, ეგეც კი ვიცი. აქამდე ასე გამოხატულად არ იყავით ჩემი ოჯახი, დედა მყავდა, ახლა მთელი ჩემი მარტოობის კომპენსირება თქვენზე ხდება. მილიონობით ადამიანში, რომელიც მისმენს თვიდან თვემდე, არ გამოიძებნა 4500 ადამიანი, ამას ვიძახი სუფთად მორალურად და არა მატერიალურად, რომელმაც ჩემი თხოვნა მიიტანეთ გულთან. გინდ მათხოვარი მეძახეთ, გინდ “ნაგლი”, პირდაპირ ვიძახი, iPhone 14 Pro Max–ი მინდა, რომელიც 4500 ადამიანისთვის 1 ლარი ღირს, 4500 ადამიანს არ გაგჩენიათ სურვილი, ჩემთვისაც შეგესრულებინათ. გუშინ მომწერა მეგობარმა, მე დაგიმატებ და მე გიყიდიო, პრინციპულად არ მინდა, რომ ვიღაცამ დამიმატოს, ხალხისგან მაინტერესებს, რამდენად ისინდისებთ., თქვენ ასე კლავთ ადმაიანებს. კი არ გავალდებულებთ, უბრალოდ, თქვენ მორალში უნდა იყოს, რომ ადამიანი არ გააბოროტოთ. მე თუ დავიჯერებ რომ ამდენ გამომწერში, 4500 ადამიანი ვერ გამოიძებნა, რომელმაც, გულთან მიიტანა თუნდაც ჩემი “ნაგლი” თხოვნა და ასეთი საზიზღარი თხოვნა, როგორც თქვენ მეუბნებით, ვარ საშინელი ადამიანი, “ნაგლიც” ვარ და ანგარებიანიც, ხოდა, გეუბნებით, თუ 4500 ადმაიანი არ გამოიძებნა, რომელმაც ჩემი თავხედური თხოვნა გულთან არ მიიტანათ, დავკარგავ მოტივაციას. ნუ ელოდებით ჩემგან ქრისტეობანას და წმინდაობანას, ადამიანი ვარ, როგორც თქვენ გიხარიათ, რაღაცას რომ მოგიტანენ, იზრუნებენ თქვენზე და გსიამოვნებთ, მეც მსიამოვნებს, ადამიანებო. ხალხს, რომელსაც ჩემ ოჯახს ვუწოდებ და არ მიიტანს გულთან… ერთს ხომ არ ვეუბნები, აიფონი მიყიდეო, ვეუბნები ასიათასობით ადამიანს, ერთ ლარად აღარ გიღირთ, ხალხო? მორალისტური კომენტარები, მაგ აიფონით იმდენ ბავშვებს დააპურებდი, ერთ ლარზეა საუბარი და მაგ ბავშვებთან ყველგან ვარ საქართველოს მასშტაბით, მაგით სინდისზე ვერ ამაგდებთ. გამანადგურებთ როგორც ადამიანს, დამანახეთ, რომ ამ ქვეყნისთვისაც რაღაცად ვღირვარ. მარტო მე კი არა, სხვა ადამიანებსაც აგრძნობინეთ, თუარადა მერე ნუღარ გაქვთ პრეტენზია, რომ ვაიმე, ვეღარავის ვერ ენდობით და როგორ ცუდად მოიქცა და ა.შ. დამიდექით გვერდში, ამას კატეგორიულად გეუბნებით, ეს აიფონი ახლა გახდა პრინციპის საკითხი – თქვენ მე ახლა ამ აიფონს მიყიდით, იმიტომ მიყიდით, რომ ასე უნდა მოიქცეთ, პირდაპირ გეუბნებით, ხომ არ ვფარისევლობ? პირდაპირ გეუბნებით, თქვენ ეს აიფონი უნდა მიყიდოთ, პრინციპის საკითხი გახდა. მათხოვარი ხარო, რომ მეუბნებით, მათხოვრად გადამაქციეთ, 4500 ადამიანი არ გამოჩნდით, რომ დაფიქრებულიყავით, მოდი, წავახალისებ ამ ბიჭს. ვერ დაძლიეთ ეგოიზმი, რომ რაღაცა უპირობოდ გააკეთოთ ადამიანებისათვის. ვიცი, ტვინი არ გყოფნით, რომ ასეთი რამეები გაანალიზოთ, მაგრამ ვიღაცეებს თქვენ შორის, გეყოფათ. ანგარიშის ნომერია:
კომენტარები