ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ღმერთო დაიფარე იტალიელები,
ყველა ადამიანი და აცილე ქართველებს განსცდელი…
იტალიაში აღარ მღერიან აივნებიდან…
ვრცელდება კადრები, ადამიანები ზღვარზე არიან…
მათ აღარ აქვს ფული რომ იკვებონ, სუპერმარკეტებიდან საკვების გატანა დაიწყეს გადახდის გარეშე… განწყობები უარესდება… რა ქნას ადამიანმა, თუ მას საარსებო წყარო არა აქვს და ამ დროს ბოლო 2 დღეა სტატისტიკაც უარესდება?..
ღმერთო ყველას მიეც ხსნა და აღმოუჩინე დახმარება…
სიტუაცია უარესდება თითქმის ყველგან…
ევროპაში, რუსეთში ვირუსის დიდ შემოტევა მოსალოდნელი, ცუდია აშშ-ს მონაცემები…
ახლა ჩვენ ყველანი მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ და სოლიდარულნი ერთმანეთთან…
მთავრობამ მაქსიმალურად უნდა მოინდომოს:
არ არის ისე მარტივად განვითარებადი სცენარი: მაინც მოგიწევთ დრაკონული მეთოდების გატარება…
თქვენ ფიქრობთ, მე მსიამოვნებს (ანდა, ოდესმე მსიმოვნებდა) ტელევიზიით კივილი და ინტერვიუები, – ჩაკეტეთ ყველაფერი, დრაკონული მეთოდები გამოიყენეთ-თქო?! (“არ განვიხილავთ ევროპის ჩაკეტვასო”…
ლამის სიბრაზისგან გონება დავკარგე!)
მე თქვენ პიროვნულად არ გაკრიტიკებთ!
არა მგონია, საკუთარი ქვეყნის ნებისმიერ მთავრობას უფრო მონდომებული მხარდამჭერი და საქმეში და არა განდიდებაში… მე ვერასდროს ვერ დავიწყებ ვინმეს ქებას: ეს ყმების საქმეა… მე მოხარული ვარ ნებისმიერი შედეგისა, რომელსაც ხელისუფლება დადებითი მხრივ გააკეთებს…
ცუდი სცენარები განვითარდება მსოფლიოში… მოინდომეთ!“
კომენტარები