გუბაზ სანიკიძე, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
“ვხედავთ, როგორ კლავენ საქართველოს პრეზიდენტს, როგორი ცინიზმით, რისი იმედი გაქვთ? რას კადრულობთ? 40 დღე თუ გაძლებსო… ამათ რა დაუშავა სააკაშვილმა? თქვენ რა დაგიშავათ? ფეხებს ფხანდით ნაცებს, ტუფლების მწმენდავები იყავით, თან როგორი მწმენდავები, ენით ლოკავდით, ყველას ბიოგრაფიო ხომ ვიცით, ვინა ხართ, რა ხართ, ეს სიძულვილი საიდან? მიშა კი არ არის მიზეზი, თქვენი აღზრდის და თქვენი სინდისის ბრალია. ემსგავსებით იმ დიდ მანიაკს და იმას დღე და ღამე გაერთიანებული აქვს ფიქრით, რა უყოს სააკაშვილს.
ჩვენი უახლოესი ისტორია გვეუბნება, რომ ხალხის თვალწინ, წითელი ინტელიგენცია კლავს სახალხო პრეზიდენტებს. არ მოგაკლევინებთ მიშას, გამორიცხულია, გამორიცხულია რა, ექვსში ნახავთ რაც მოხდება, რამდენი ხალხი ჩამოვა თბილისში და ყველა უნდა ჩამოვიდეს, ვისაც უნდა მომავალი ჰქონდეს. ბიძინა სააკაშვილი, მიშა მოგიღებს ბოლოს პოლიტიკურად.
4 დღე იყო მიშა ჩამოსული და არ იცოდნენ და დიდი ეჭვი მაქვს, რუსეთი დაეხმარა ბოლოს მის მოძებნაში – ეგეთი ორჯონიკიძე ხარ, ბიძინა, იმაზე უარესი ხარ, იმას იდეალები მაინც ჰქონდა, დაკუჭულ ხუთლარიანებს მაინც არ აგროვებდა, ბიძინა, შენსავით.
სააკაშვილმა დაინდო ქვეყანა, არც სისხლი დაღვარა, პიროვნულ აქტს ჩადის. ვისაც რა პრეტენზიები გაქვთ, დაალაგეთ მაგიდაზე, ყველამ, მტერმა და მოყვარემაც.”
კომენტარები