პარლამენტის სხდომაზე, ნაცმოძრაობის დეპუტატმა ანი წითლიძემ “ქართულ ოცნებას” მიმართა:
“ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა შეგეწეროთ ბიჭებო? ერთხელ ხო შეგეწერათ, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ შეგეწერათ ის ცნობილი გინება სხვათა შორის, ბატონი მდინარაძეც რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენს მიერ ნაქები, ყოფილი გენერალური პროკურორი, ადამიანი, რომელიც დღესაც ჩართული არის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებაში, რომელიც არის უახლოესი გარემოცვის წევრი ბიძინა ივანიშვილის და ბერა ივანიშვილის ნათელმირონი, თქვენ რომ ეხლა გადმოდექით და ყველა ერთად იცავთ, იმიტომ, რომ კაცმა არ ცის, რა აქვს თქვენზე ფარცხალაძეს, ამიტომაც იძულებული ხართ ესე დაიცვათ, ამ ადამიანზე გითხრეს, რომ არის რუსეთის აგენტი და თქვენ რომ ახლა ასე იცავთ, გამოდის, რომ თქვენც ხართ რუსეთის აგენტები.”
კომენტარები