ტელეჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს:
“ღარიბაშვილი და მის კვალდაკვალ ხელისუფლების მხარდმაჭერები სულ იმეორებენ: აგერ, ევრპელებიც კი ამბობენ, უკრაინამ იმიტომ მიიღო კანდიდატობა, რომ უკრაინაში ომიაო.
სერიოზულად?!
უკრაინამ კი არა, სქართველომაც იმიტომ მიიღო ევროპული პრესპექტივა (დღეს რომ გვილოცავდით), რომ უკრაინაში ომია.
და საერთოდ, უკრაინაში ომი რომ არა, 2024 წელს აპირებდით განაცხადის შეტანას, რომელსაც ათი წლის მერე მოყვებოდა სტატუსზე მსჯელობა.
თქვენდამი პრეტენზიაც სწორედ მაგაშია: რატომ გაფლანგეთ შანსი, რომელიც უკრაინის ომმა მოგცა და რომელიც არ გაფლანგა მოლოდოვამ?
რატომ გგონიათ, საკუთარი მხარდმაჭერები ასეთი სულელები?
კომენტარები