ზაზა სარალიძე:
გაღვიძებაც არ აცალეს ერს და დაიწყეს ლამაზი, ლაღი და სიყვარულით სავსე ახალგაზრდების გაშავება და ძალასობრივად შერაცხვა, ხელისუფლებამ, მასთან დაახლოვებულმა მედიასაშუალებემა და რაც მთავარია ე.წ. ხელისუფლების პარტ აქტივმა რომლებსაც მინდა ვუთხრა, რომ შეეშვით ჩვენი შვილების ლანძღვა-გინებას და ათასგვარი ბრალდებების წაყენებას.
თქვენ, რომლებიც ემსახურებით გათითოკაცებული ადამიანების პირად მოთხოვნებს, ვერასდროს მოვუგებთ ქვეყნის სიყვარულით გაერთიანებულ ახალგაზრდებს და მათ მომავალს.
მე ერთი ადამიანი ჩემი სიცოცხლის ფასად დავიცავ მათ სიწმინდეს და ეს კარგად დამახსოვრეთ.
ნუ ელაპარაკებთ ეკრანებიდან თქვენი შვილების თანატოლებს ზიზღის ენით, ნუ ცდილობთ თქვენ თავად შეიზიზღოთ თქვენი მომავალი. ეს ნარატივი მხოლოდ ბოღმიანი ადამიანების აგორებულ დაგორებულია და მტრის წისქვილზე ასხავს წყალს.
ნუ ცდილობთ დათრგუნოთ ჩვენი შვილები, აზრი არ აქვს ამას და თავად თქვენვე გამოუტანთ საკუთარ თავებს განაჩენს.
საქართველოს გადაარჩენს სიყვარული და ერთობა.
სიყვარულს ბოღმით ვერ მეერევით ბიძიკო მითქვამს მე.
თქვენი ბინძური ენა მიიყვანს რევოლუციამდე ამ ქვეყანას და მერე მეძახეთ მეც და ყველას ძალადობის წამხალისებელი,რასაც თავად აკეთებთ ბოღმით და ზიზღით.პ.ს. და ხელისუფლება გველაპარაკება სარწმუნოების დამცველის ენით.
ბუჯოოო მამხედე აქეთ ვინც ზიზღს აფრქვევთ აქეთ იქეთ!!!!!
ქრისტე მხოლოდ სიყვარულს ქადაგებს, ქრისტე ყველას შემწყნარებელია, ქრისტეს გზა ჭეშმარიტებაა, ქრისტე ღმერთს არავინ განუკითხავს არასდროს!!!!!სამწუხაროდ თქვენ ამ ყველაფრისგან შორს ხართ და დროულად გაჩერდით.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მათ შორის თქვენც.
კომენტარები