ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
,,რა გაჩხუბებთ?!
? ვინც “უცხოური გავლენის შესახებ” კანონს მხარს უჭერს, იმათ დაუძახეთ რუსეთის გავლენის აგენტი!
? ვინც “უცხოური გავლენის შესახებ” კანონს მხარს არ უჭერს, იმათ დაუძახეთ ევროპა-ამერიკის გავლენის აგენტი!
გზადაგზა მოძებნეთ (ახლა რომ გატრუნულები არიან) თურქეთის გავლენის აგენტები, ირანის გავლენის აგენტები, სომხეთ-აზერბაიჯანის გავლენის აგენტები და იარეთ ერთმანეთის კონფერენცია-ფორუმებზე შეხმატკბილებულად!
ჩვენ, მანჯურიის აგენტები, შორიდან დაგაკვირდებით! 😉
ნიშნისმოგებით კი, – აიტ, თქვე ტროცკისტო ლუპუსტაკებო!
ბევრი გინდოდათ ჩემთვისა, ახლა გამოვა თქვენთვისა! ?
რა გაწუხებთ?! თუ სხვა ქვეყნების და ფონდების ინტერესებს არ ემსახურებით, რა გაწუხებთ?!
აი, მე მაგალითად, იმ მოხუცი ქალის არ იყოს, გია ჯაჯანიძეს ლექსზე რომ უთხრა, – “წაიკითხე, რა, მე ფეხებზე მკიდიაო”, – ზუსტად ისე მკიდია, ეგ კანონი შეგეხებათ თუ არა: ჩემთვის აქამდეც ანტიქართული ინტერესების გამტარებლები იყავით და ასეთებად დარჩებით!
ეგ კანონი მე რომ არ შემეხება, ზუსტად ვიცი!
ისევე, როგორც არ შეეხება საქართველოს 4 მილიონ მოქალაქეს!
თქვენი მუცლის გვრემა გაქვთ, რადგან ძალიან კარგად იცით, ვის დაკრულზე ცეკვავთ!”
კომენტარები