ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
უჯიშოებო, ურჯულოებო, სატანისტებო, ლიბერალებო, ურწმუნოებო, შეღებილებო, საყურეებიანებო – შეიგნეთ, რომ ღმერთი დიდი კაცია, იმ სიდიდე კაცია, რომ ვერ წარმოგიდგენიათ. არ გჯერა ძმაო, ღმერთი რომ დიდი კაცია?ჰო და თქვენი სემინარია, თქვენი აკადემია, თქვენი განათლება და თქვენი რწმენაც…მე ვებრძვი ეკლესიას და ეგეთი უვიცები რომ გყავთ ისინი არიან სასულიერო პირნი და ქრისტეს მსახურნი?თუმცა რატომ მიკვირს “ვიღაცისგან”, როდესაც პატრიარქის ტახტისთვის თავგადაკლულმა ეგზარქოსმა, 2020 წლის 7 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავზე გადაახია უმნიშვნელოვანესი ტრიადოლოგიური დოგმა, ანუ სწავლება წმინდა სამების შესახებ, რომელიც უცვლელადაა გადმოცემული საუკუნეების მანძილზე. ამ სწავლების მიხედვით წმინდა სამებაშია ერთი არსი და სამი ჰიპოსტასი (პირი), მამა, ძე და სულიწმინდა.იმ დღეს ეგზარქოსმა იქადაგა, ,,სულიწმინდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში რათა მას ეშვა ძე.” ამის შემდეგ შიოს რჩებოდა ორი არჩევანი, ან უნდა ეღიარებინა რომ შეცდა, ან უნდა ეღიარებინა რომ ერესშია. რადგან შეცდომა დღემდე არ უღიარებია, ესე იგი ერესშია და ეს ადამიანი წარმართავს საქართველოს ეკლესიის საქმიანობას ამჟამად.როდესაც ეპისკოპოსმა და მოსაყდრემ ტრიადოლოგიური დოგმის შესახებ არაფერი იცის, “ვიღაცას” ღმერთი კაცი ეგონოს, თუნდაც დიდი, რა გასაკვირია.
კომენტარები