ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი:
“ბევრი ელოდებოდით და როგორც იქნა, დღეს წითელი ცხვირების სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადდა, სადაც რა თქმა უნდა მთავარ ნაწილში გაგვამართლეს და ბაღდავაძეს მთავარი სარჩელი არ დაუკმაყოფილეს .
როგორც გახსოვთ, ვამბობდი, რომ Tayona Bagdavadze-მ ათასნაირი მანიპულაციით, რომლის გამო რამდენიმეჯერ დააჯარიმეს, თქვენი შეგროვილი რამდენიმე ათასი ლარი მოიპარა. ამის გამო გვიჩივლა სასამართლოში, რეპუტაციის შელახვისთვის და ტყუილის დაბრალებისთვის.
სასამართლომ სრულიად გაგვამართლა ამ ნაწილში, არ დაუკმაყოფილა საჩივარი და დამტკიცდა, რომ ყველაფერს მართალს ვამბობდი და როგორც გითხარით ყველაფერი ზუსტად ისე იყო
დაწყებული მანიპულაციურად კომპანიების დარეგისტრირებით და დამთავრებული, ფულის უკვალოდ გაქრობით. პროცესში აღმოჩნდა ისიც, რომ თეონა ბაღდავაძე არ ყოფილა Red Nose საერთაშორისო ორგანიზაციის არც ოფიციალური და არც არაოფიციალური წარმომადგენელi.
ასევე მოითხოვა გადმოცემული თანხის – 32 000 ლარის უკან დაბრუნება – მე თვითონ ავაშენებ საქველმოქმედო შენობასო. ეს დაუკმაყოფილა სასამართლომ და ეხლა უნდა, რომ ეს ფულიც უკან დავუბრუნო, რომლის მომავალიც წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო საეჭვოა.
ჩვენ ამ 32 000 ლარით და დამატებით კიდევ ალბათ ორჯერ მეტით გავხსენით მოხალისეების შენობა, სადაც ყოველ შაბათს და კვირას ასობით მშიერი იკვებება და ათასობით შიშველი ადამიანი იცვამს.
აი მაგ ჭკუაზე ვარ ეხლა, ეს ამხელა ცენტრი დავხურო, ამდენი ათასი ადამიანის შრომა წყალში ჩავყარო და ეს თქვენი შეგროვილი ფული უკან დავუბრუნო
რაც მთავარია – დამტკიცდა, რომ ტყუილად არავისთვის არაფერი დაგვიბრალებია და ერთი სიტყვაც ტყუილი არ მითქვამს, არც თქვენთვის და არც სასამართლოსთვის.
პირველი შედეგი მიღწეულია ახლა ვეცდებით თქვენი დაკარგული ფული დავიბრუნოთ
“მოხალისეები ადამიანებისთვის” კი იმდენ ხანს იარსებებს, სანამ ერთი გაჭირვებული იქნება ქვეყანაში, თორემ ასეთი ხალხის მეტი რა არის, ვინც ბავშვობიდან ხელს გვიშლიან და ვერასოდეს ვერ შეუშლიან ხელს ამ დიდ საქმეს, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ
მიყვარხართ ყველა მხარდაჭერისთვის
კომენტარები