ექიმი მარი ძამუკაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:
,,ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ ფოტოზე მე ვარ სამსახურში, დილის 9 საათზე დავიწყე მუშაობა და 3 საათზე უბრალოდ ჰაერი აღარ მეყო და ეკიპირებდან რამდენიმე წამით ფარი მოვიხსენი …. რატომ ვარ იძულებული ასე ვიმუშაო? იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის სხვა ზე-მოქალაქეები, ვისაც პირველ რიგში მოეთხოვებათ მაგალითის მიცემა საზოგადოებისათვის , ზუსტად ამ დროს მრავალრიცხოვან სუფრაზე ხალხს კრებენ და სადღეგრძელოების თქმით ერთობიან…
ჩემი გაბურძგნული თმით, გვერდზე მოქცეული ქუდით, უჟანგბადობისგან ჩალურჯებული თვალის უპეეებით გეუბნებით:
თქვენი თავისუფლება თუნდაც პრემიერ მინისტრი ბრძანდებოდეთ, მთავრდება იქ სადაც ჩემი ჯანმრთელობა იწყება…”
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში სოფელ არხილოსკალოში მრავალკაციანი ქეიფის ფოტო გავრცელდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა
კომენტარები