“საქართველო დიდი ხნის მანძილზე იყო ლიდერი რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების ყველა ქვეყანას შორის. თუმცა, დღეს, როდესაც უკრაინელებმა სისხლით დაამსხვრიეს ყინული და როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველომ სამწუხაროდ დაკარგა ლიდერის სტატუსი. ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით, შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ხელიდან იყო გაშვებული. ბოლო დროს, საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს ჩვენამდე.
როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ მთავრობას ეკისრება.”
კომენტარები