პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთან, პასუხობს ჟურნალისტ, დიანა ტრაპაიძის კითხვებს.
გიორგი ვაშაძე:
-თქვენსა და ჩემ შორის, დიანა, მთავარი განსხვავებაა – თქვენ კიდევ გჯერათ, რომ ქართული ოცნებისგან რამე დადგება, მე არ მჯერა, სანამ მჯეროდა, სანამ მქონდა ამისი მცირედი რწმენა მაინც, ყველაფერი გავაკეთე, დავიზიანე კიდეც პოლიტიკურად თავი გარკვეულწილად, რადგან მჯეროდა, რომ ამ ხალხისგან შეიძლებოდა რაღაც დამდგარიყო, ნულოვანი მაქვს ახლა ეს რწმენა.
დიანა ტრაპაიძე:
-არაფერ შუაში არ არის ჩემი წარმოდგენა ქართულ ოცნებზე, საპარლამენტო ცხოვრება გულისხმობს საპარლამენტო ძალების მუშაობას. თქვენ, ელენე და ზურა ვერაფერს ვერ უზამთ ამ 12 პუნქტს.
გიორგი ვაშაძე:
-ვუზამთ. როდესაც ჩვენი და ქართული ოცნების მიზნები განსხვავდება, მათი მიზანი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება და მათი მიზანია საქართველო დარჩეს პირისპირ რუსეთთან, ჩვენი მიზანია კანდიდატი სტატუსის მიღება, საზოგადოებას თვალი უნდა ავუხილოთ, ყველა ფასადურ პროცესში მონაწილეობა ქმნის გაუგებლობას. დამთავრდა. ნულოვანი მაქვს იმედი და რწმენა რომ ქართული ოცნება რამეს გააკეთებს.
დიანა ტრაპაიძე:
-ხომ შეხვედით პარლამენტში, ხომ არწმუნებდით საზოგადოებას რომ აათუხთუხებდით პარლამენტს, მაშინ ქართული ოცნება ასეთი არ იყო?
გიორგი ვაშაძე:
-არა
დიანა ტრაპაიძე:
-ერთ წელში გაფუჭდა?
გიორგი ვაშაძე:
-კი, მაშინ არც 19 აპრილის ხელშეკრულება ქონდა გადახეული, მაშინ ქართული ოცნების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა დაკარგული და ღიად და პირდაპირ გეუბნებით, სწორედ მათ გამო არა გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მიზანია პრორუსულ ქართულ ოცნებას დავარქვით პრორუსული, როგორც სამარე გაასწორებს კუზიანს – ესაა ერთადერთი გზა. 12 პუნქტს რომ ეხება, მხოლოდ იმაში მივიღებთ მონაწილეობას სასესიო დარბაზში, დახურულ კარს უკან არ ვაპირებ ქართულ ოცნებასთან საუბარს… ივლისსა და ნოემბერს შორის, თუნდაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებში. როგორც ჩვენი პარტნიორები, ისე მოქალაქეები, სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქმე აქვთ პრორუსულ ძალასთან.
დიანა ტრაპაიძე:
-ევროპული პერსპექტივა მისცეს პრორუსულ ხელისუფლებას? რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ პრორუსულ მთავრობას?
გიორგი ვაშაძე:
-ევროპული პერსპექტივა მისცეს ქართველ ხალხს, ქართულ ოცნებას უთხრეს. აგერ შენ 12 პუნქტი და ახლა გვაჩვენე რუსეთისკენ ხარ, თუ ევროპისკენ, ასეა რეალურად ყველაფერი.
დიანა ტრაპაიძე:
-პუტინის ხელისუფლებისგან აქვთ მოლოდინი რომ 12 პუნქტს შეასრულებენ?
გიორგი ვაშაძე:
-რატომ აეწვა სენატში განხილვები პრორუსულ ქართულ ოცნებას? გავიმეორო შაჰინმა რა თქვა? ქართველი ხალხი იმსახურებს ყველაფერს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს ეს არ არის გზა დასავლეთისკენ – ეს არის ახალი შინაარსი რომელიც ჩაიდება როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ქართულ ოცნებას რომ სურვილი ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი, უმარტივესი 12 პუნქტია.
“ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის, მისი ხელისუფლებაა დამნაშავე” – ჯინ შაჰინი
კომენტარები