თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს – ამის შესახებ ინფორმაციას ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩემი ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე.
გამხნევება და ლოყების ხოკვა არც ერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში “კაპიკებზე” სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის.
ფაქტია უბრალოდ მძიმე და დანაშაულებრივი.
უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს?!” – წერს ირაკლი კუპრაძე
კომენტარები