თურქოლოგი, პროფესორი, ზაზა წურწუმია:
“ჩიტმა ამბავი მოიტანა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (!!!) ”აფხაზი ხალხის ისტორიის” საგნად სწავლებას აპირებენ…
თუ ეს მართალია, თუ ეს მოხდა და ამ სირეგვნეს და ღალატს დაუშვებენ… (არ დავწერ, არ ვაკადრებ თსუ-ს წარსულს, იმას რასაც ვფიქრობ)
იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ მოხდება.
p.s. ზოგმა ვერ გაიგო ჩემი პოზიცია. განვმარტავ:
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო (!) უნივერსიტეტში “აფხაზი ხალხის ისტორიის” სწავლება ნიშნავს საზოგადოებრივი აზრის მომზადებას აფხაზეთის როგორც ცალკე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მისაღებად! და სად უნდა მომზადდეს უკეთ ეს საზოგადოებრივი აზრი თუ არა დედაუნივერსიტეტში? თუ ეს არ გესმით, მაშინ გასაგებია, მაგრამ თუ გესმით მაშინ ეტყობა იმასაც შეეგუებით რომ აფხაზებს ის დამოუკიდებლობა მისცეთ, რაც ათასობით ქართველის ხოცვა ჟლეტვისა, ეთნიკური წმენდის შედეგად და რუსეთის პატრონაჟის ქვეშ მიიღეს. ეს მიუღებელი უნდა იყოს ქართველობისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის.
“კავკასიოლოგიის” სწავლებით ნიღბავთ და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა (დაღესტნელები, ჩეჩნები ჩერქეზები, ოსები) რანგში გაგყავთ აფხაზები, რომელთაც მიტაცებული აქვთ ქართული მიწა, გამოდევნილი ჰყავთ ქართული მოსახლეობა და რუსეთის ბრმა იარაღი არიან ქართველობის, როგორც ეთნოსის და საქართველოს როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ! შეისწავლება აფხაზი ხალხის და მასთან მიბმულად აფხაზეთის, როგორც საქართველოსგან ცალკე მდგომის, დამოუკიდებელი ერთეულის ისტორია და კულტურა. ამრიგად, “აფხაზი ხალხის ისტორია” ნიშნავს სწორედ იმ ტერიტორიის დაკანონებას, რაც ძალადობით და უსამართლოდ მოგვტაცეს. ნიშნავს მის მოწყვეტას საქართველოსგან, ამისათვის საზოგადოებრივი აზრის შემზადებას.”
კომენტარებში, ზაზა წურწუმიას ეკითხებიან, რა უნდა ასწავლონ ამ კურსით სტუდენტებს, რაზეც პასუხობს:
“და რა უნდა ისწავლებოდეს? აჯიკას მომზადება? შეისწავლება აფხაზი ხალხის და მასთან მიბმულად აფხაზეთის, როგორც საქართველოსგან ცალკე მდგომის, დამოუკიდებლის ისტორია და კულტურა.”
კომენტარები