საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური პარტია გირჩის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაზე – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში” კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“წარმოდგენა არ მაქვს, მათ გირჩის ამომრჩეველმა როგორ უნდა მისცეს ხმა ისეთი ლოზუნგების შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ გავიგეთ – გაუგებარი პროპაგანდა ჩაირთო, თურმე, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბავშვების შიმშილია. იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ თუ 200 ათასი ბავშვი შიმშილობს თბილისში, მაშინ წამოიდგინეთ, რა სჭირს მათ მშობლებს. გამოდის, რომ მთელი ქალაქი ამოვწყდით, რაც არასერიოზულია.”
კომენტარები