ექიმი მარიკა ჩხიკვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე თქვენ მოგითხრობთ ამბავს საოცარს სადაზღვევო კომპანია “უნისონის” შემოთავაზებაზე.
გუშინ მირეკავს უცხო ნომერი. ვპასუხობ და მესალმება ახალგაზრდა კაცის ხმა, გამარჯობა, მე ვახო ვარო და მთავაზობს ავტომობილის დაზღვევას.
ოჰ, გაგახაროს ღმერთმა ვახო, კაკ რას ავტო-დაზღვევის ამბებს ვარკვევთქო ვუთხარი და ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებაც ვკითხე. “უნისონის” სამმა წარმომადგენელმა ჩამომირაკრაკა დაზეპირებული ტექსტი. რაღაცნაირად ჩავაკვეხე სიტყვა და ვუთხარი, რომ ხელშეკრულება გადმოეგზავნათ ელ-ფოსტის მისამართზე. ამ საღამოს წავიკითხავ ხელშეკრულებას, პირობებს გავეცნობი და ხვალ გეტყვით პასუხსთქო.
მოკლედ, საღამოს მომივიდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება ვინმე ირაკლი კეკუასგან. წავიკითხე და შევჩერდი 5.2. პუნქტზე. ბევრჯერ წავიკითხე ეს პუნქტი, სადაც წერია, რომ თუ მე რაიმე მიზეზით შევწყვიტე ჯანმრთელობის დაზღვევა, ვალდებული ვარ მაინც გადავიხადო მთელი წლის თანხა (ე.წ. სადაზღვევო პრემია) და თან, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში უნდა დავფარო სრულად❗❗❗ არ აქვს მნიშვნელობა სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა თუ არა ჩემი სამედიცინო მომსახურებები (ე.წ. ზარალი), თუ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, ყველა ვარიანტში უნდა გადავიხადო სრული თანხა.
დადგა ხვალ და დამირეკეს.
ვუთხარი, რომ 5.2. პუნქტი იყო აბსურდული, რომ ამ პუნქტის გამო ხელშეკრულების მიხედვით ჩემი უფლებები არ არსებობს და ვარ დაუცველი. ვთხოვე კორექტირება გაეკეთებინათ, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. სიტყვაზე მენდე, მანდ კი წერია, მაგრამ არავინ გადაგახდევინებს მთელი წლის ფულსო, “დამამშვიდა” ირაკლიმ და მე მას ვერაფრით შევასმინე და გავაგებინე, რომ ხელი ხელშეკრულებას უნდა მოვაწერო და არა ჩემი და ირაკლის სატელეფონო შეთანხმების ჩანაწერს.
დედამიწელი ვარ მე და ვხვდები, თუ ზარალი აუნაზღაურა კომპანიამ დაზღვეულს და ამ უკანასკნელმა სადაზღვევო კომპანიის თანხის გამოყენების შემდეგ ეგრევე შეწყვიტა ხელშეკრულება, რაღაც თანხის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ხელშეკრულებაში ესა თუ ის შემთხვევა არ განიხილება – თუ დარჩა ადამიანი უმუშევარი, თუ დაუდგა ფინანსური კრიზისი, თუ “დეიქცა და წეიქცა”, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდად დასაშვებია, ან თუ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა და საკუთარი ინიციატივით მიმართა “უნისონს” ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, შეუწყვეტენ დაზღვევას, მაგრამ 5 დღეში უნდა დაფაროს სრული, 1 წლის სადაზღვევო პრემია!!! ?
ადამიანებო, ვიდრე დაეზღვევით “უნისონში”, იხილეთ პუნქტი 5.2. ?
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , მე ვფიქრობ, რომ ეს ხელშეკრულება შეიცავს კაბალურ პუნქტს და დანაშაულებრივია, თქვენ?
UNISON • უნისონი ეს ხელშეკრულება საჭიროებს კორექტირებას!”
კომენტარები