კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი. ამ ადამიანს სხვების დასნებოვნება არ შეუძლია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ კაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა.
„ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია, ტესტირების დროს რაღაც ხარვეზი მოხდა, მაგრამ ეს არის ვარაუდი, რომელსაც არ აქვს მტკიცებულება. ვიცით რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად ვირუსის ელიმინირება გაგრძელდა. გვყავდა პაციენტები, რომელთანაც გამოჯანმრთელებას 58, 42 და 38 დღე დასჭირდა. მათთან რჩებოდა ვირუსის რაღაც მინიმალური რაოდენობა, რის გამოც უარს ვამბობდით მათ გამოჯანმრთელებაზე. რაც მთავარია, კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი. ამ ადამიანს სხვების დასნებოვნება არ შეუძლია, მაგრამ ამას სჭირდება შესწავლა. როდესაც ადამიანი კლინიკურად გამოჯანმრთელდა, ორჯერ მიიღო უარყოფითი ტესტი, ასეთ შემთხვევაში ვირუსს ინფექციურობის უნარი არ გააჩნია და პაციენტი გადამდები არაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები