„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედეცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად დღე და ღამე მუშაობდა და პირველ შედეგზეც გავიდა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ მიიღოი სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება ადრეულ ეტაპზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მადლობას უხდის ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს და აბსოლიტურად ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“კამპანიაში.
„ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ, როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სრულად დაფინანსდება. ჩვენ დეტალები არ ვიცით, მაგრამ დეტალურ მონიტორინგს გავაკეთებთ. მთავარი კითხვა, რაც ისმის ჩვენგან- თუ ახლა შესაძლებელი იყო უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს გამონახულიყო ფინანსები ონკოლოგიური დაავადებების სრულად დაფინანსებისთვის, ეს რატომ არ გაკეთდა აქამდე?. თითქმის ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედეცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად სწორედ ამაზე ვსაუბრობ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ დღე და ღამე. სამწუხაროდ რამდენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იქნებოდა შესაძლებელი და რაც მთავარია რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, რომ ეს მართლაც დროულად განხორციელებულიყო.მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს, აბსოლიტურად ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩვენს კამპანიაში იმ დიდი საქმისთვის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ათასობით ადამიანს, რომელმაც ხელი მოაწერა პეტიციას და ეს მოთხოვნა გაუშვა მთავრობისკენ. ჩვენ პირველ შედეგზე გავედით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ აკეთებთ, გააკეთეთ სრულად! ონკოლოგიის მართვის ცენტრთან ერთად ჩვენ მოგეცით დეტალური სტრატეგია ონკოლოგიურ დავაადებებზე მკურნალობის მართვის ქვეყანაში, რაც მთავარი არის ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეული დიაგნოსტიკა და კიდევ ერთხელ ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩაუშვით ეს პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის, რომ კიდევ მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ და დროულად გამოვავლინოთ დაავდებები“ – გიორგი ვაშაძე
კომენტარები