ტელესახე და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი უკრაინის თემაზე:
„ჩემი შვილი გუშინ დამალობანას მეთამაშებოდა, ვერ ჩუმდება, ხითხითებს. რომ წარმოვიდგინე ბუჩაში და არამარტო, რა დღეში არიან დედები, როგორ გტკივა, როცა უძლური ხარ და ვერაფრით იცავ შენს შვილს. ამ დროს მოდიან დემონები, არარაობები და აცლიან ბავშვებს კბილებს, აუპატიურებენ უმანკო, უდანაშაულო ბავშვებს.
აი, მითხარით, როგორ შეიძლება დაგვეძინოს? გაიხსენეთ, უკრაინა ისეთივე დონის ქვეყანაა, უფრო განვითარებულიც და უფრო მდიდარიც, ვიდრე ჩვენ, ხვალ ეს შეიძლება, ვიყოთ ჩვენ… ამაზე თვალის დახუჭვა, ამის გატარება არ შეიძლება!!!!! ამ ომში საჭიროა, ვიყოთ ნათელ მხარეს და ყველგან ვიკივლოთ, ვიწივლოთ ჩვენს პოზიციაზე!!! თუ არ ამოვიღეთ ხმა, არავინ იფიქროს, რომ რუსეთი მეგობარია და ჩვენ არ მოგვადგება. ისტორიას გადახედეთ… და თუ გგონიათ, რომ სიჩუმე და ნეიტრალიტეტი სიმშვიდეს მოგიტანთ, იმაზე იფიქრეთ, გინდათ ეს სიმშვიდე და სისხლისმსმელ პედოფილ დემონებთან მოკავშირეებად ყოფნა??? მე ვირჩევ დასავლეთს, მე ვირჩევ თავისუფლებას, მე ვირჩევ ნათელ მომავალს!!!“
კომენტარები