ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტთან გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, სპეცრაზმი და აქციის – არა რუსულ კანონს, მონაწილეებს, აფრთხილებენ, რომ მათგან რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას გეგმავენ.
შსს ამ წუთებში რუსთაველზე სპეციალური მანქანით განცხადებას ავრცელებს:
გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოიყენება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ სპეცრაზმმა უკვე გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სავარაუდოდ არიან დაკავებულებიც.
კომენტარები