მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:
“დათო ტურაშვილი ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია და ჩემი ბიჭის ნათლიაც არის. მისთვის ასე გულის ტკენა და ცილის წამება არის ნამდვილი ბარბაროსობა. იმ ყალბი და ცილისმწამებლური ვიდეო-კლიპის ჯერ ნაცების მიერ დამზადება და მერე ქოცების მიერ გაშვება არის ნამდვილი კაცის მკვლელობა! ეს არანაირად არ არის ადამიანის ტყვიით მოკვლაზე ნაკლები – ამ ტყუილების და დეზინფორმაციის გავრცელება ამ ტროლ-ბოტების ქარხნების მიერ,. სადაც ადამიანები ჯერ კიდევ 2005 წლიდან მუშაობენ – ხან რომელი და ხან რომელი ხელისუფლების სახელით. ახლა კი ეს ბარბაროსობა ამ ხელისუფლების სინდისზეა – დათო ტურაშვილი არის სიყვარულით ანთებული ქართველი მწერალი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს! მე მასთან ერთად გამოვლილი მაქვს დავით გარეჯის გადარჩენის მთელი ეპოპეა 1988 წელს და კიდევ უამრავი რამ, სადაც ის პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლეს სწირავდა საკუთარ ქვეყანას. მიუხედავად დაგროვილი ძალიან მაღალი რეიტინგისა, ის არასდროს ყოფილა კარიერისტი, პეწი-ბურჭუა მომხმარებელი, რომელიც ან პარლამენტის, ან მთავრობის ან რომელიმე მსხვილი კომპანიის მაღალანაზღაურებად გაყიდულ სამსახურზე დათანხმდებოდა. ის ყოველთვის თავის გულის წადილს გვეუბნებოდა გულწრფელად და ამაშია სწორედ მისი სიხალასე და ნამდვილობა. ემოციის სიწრფელე არის მწერლის მთავარი ღირსება – ‘რაციონალური არჩევანი’ კი კარიერისტი ტროლისა. ამიტომაც, ჩვენ არავის დავანებებთ ჩვენი უსაყვარლესი ტურიკას ცხოვრებას და ჯანმრთელობას – მტრის და ოკუპანტის ჯინაძე – ის ყოველთვის ჩვენს გვერდზე იქნება. და მტრის ჯინაზე – ჩვენ უფრო ადრე წავალთ იმ ქვეყნად – ვიდრე ჩვენი საყვარელი ტურიკა! სუს-ის ტროლეიბუსების პარკს და ქარხანას კი ვაფრთხილებ: ქართველი ხალხის მოთმინებას ნუ სცდით – ძალიან ცუდი ბოლო ელის ყველა იმას, ვინც ქოც-ნაცების მიერ მოგონილ ტროლების ფაბრიკაში მუშაობს და დეზინფორმაციებს ავრცელებს. კიდევ ერთი ჩვენი მეგობრის, დიდი ქართველი მწერლის და რეჟისორის, გიო მგელაძის ცნობილი მოთხრობის ფრაზით მივმართავ ყველა ტროლსა და ბოტს: ‘თუ არ გაჩერდებით ახლავე, ‘თქვენი დედას შევეცით’ ჩვენ – მთელმა საქართველოს მოსახლეობამ!”
კომენტარები