“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას, სადაც საუბარია”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, შეფასებები მოყვა უმრავლესობაში.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაარღვია მიცემული პირობა და ბანკს ამ დრომდე არ ჰყავს პრეზიდენტი.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მისთვის გაუგებარია.
“დღემდე არ ჰყავს ეროვნულ ბანკს თავმჯდომარე, პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც ირგვლივ ამდენი გამოწვევაა. ამიტომ იყო, რომ ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას. გაგვაჩერებინა [ზურაბიშვილმა], გვითხრა შევთანხმდეთო და უნდა წარმოედგინა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჯერ თებერვალში ველოდებოდით, მერე მარტში, ივნისია ახლა და დღესაც არ ჰყავს წარმოდგენილი.
რატომ აკეთებს ამას ქალბატონი სალომე, ჩემთვის გაუგებარია, მოტივი რა არის, არც ის ვიცი. შესაძლოა, ელოდება, რომ აქ დაიძაბოს თემა, აირიოს… თუ არ გინდა მუშაობა, წადი, კაცო, ვინმე გაძალებს? თუ ხარ, კეთილი ინებე და პატივი ეცი ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუციებს, ისევ როგორც ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველაფერს ვაკეთებთ რომ შევინარჩუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი,” – ამბობს ირაკლი ზარქუა.
კომენტარები