დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადება:
„ბოლო კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედერებით გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი დღით ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რკეომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“
კომენტარები