პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გახარიას ვუსმინე.
სახელმწიფო პატივს სცემს უფალს და ვერ დაკეტავს ეკლესიასო.
ვერც პატრიარქი დაკეტავს – უხერხულიაო.
ხალხი გონიერებას და სიბრძნეს გამოიჩენს და თვითონ არ წავა ეკლესიაში რომელიც ღია იქნება, იმიტომ რომ ვერ დავკეტავთ ვერც ჩვენ და ვერც საპატრიარქოო და ბრძენმა ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობაო.
არაფერს აღარ ვამბობ იმაზე რომ ეკლესია შენობა არ არის, ტაძარია შენობა და ტაძარი შეიძლება გაიღოს ან დაიკეტოს;
აღარც იმას ვდარდობ რომ გახარიას და ბევრს კიდევ ჰგონიათ რომ უფალი გასაღებების ასხმულათი დადის ტაძრიდან ტაძარში და უხერხულია დაკეტილი რო დახვდეს კარი;
აღაც იმას შეგახსენებთ რომ ყველგან, ხაზს ვუსვამ, ყველგან – იერუსალიმის და თვით დიდი რუსეთის ჩათვლით ტაძრები დაიკეტა;
ნუ იმაზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი რომ უფალი გულშია და იქ არის სადაც უფლის და მოყვასის სიყვარულია და არა ფანატიზმსა და ამპარტავნებაში;
კიდევ ბევრია სათქმელი რასაც აღარ ავხსნი.
ამ წუთას მე ერთადერთი კითხვა მაქვს გახარიასთან და მთლიანად ხელისუფლებასთან:
თუ ეგეთი ბრძენი და გონიერია ხალხი რომ თავად არ წავა ტაძრებში, ამ ქალაქების შემოსასვლელ–გასასვლელებს რაღატომ კეტავთ მაშინ???
ან საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გადაწევას რაღა აზრი აქვს თუ აქამდე ჰქონდა რამე აზრი?!
იმაშია აზრი, როცა ტაძარში ხატების ამბორგამოვლილი და საერთო კოვზით ნაზიარები გონიერნი ამაყად აცხადებენ 2მეტრიან სოციალურ დისტანციას ვიცავთო?!
ალბათ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დღეს მსოფლიოში, სადაც კორონას მხოლოდ ექიმები და კანონმორჩილი მოქალაქეები ებრძვიან და ისინი კი ვისაც კრიზისული ვითარების მართვა ევალება, ხმებს და ფულს ითვლიან და მეტი არაფერი აწუხებთ!
ეს ის შემთხვევაა ღმერთო როცა მარტო შენ თუ გადაგვარჩენ ამ კატასტროფას რადგან ექიმები და კანონმორჩილი მშიერი მოქალაქეები ამ სიტუაციაში სრულიად უძლურები აღმოჩნდებიან და ისევ მათზე გადატყდება მერე ჯოხი…
ღმერთო შენ გვიშველე!”
კომენტარები